პატრიარქი თავს კარგად გრძნობს

13 თებ 2017

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პატრიარქის პირადი ექიმის ინფორმაციით, პატრიარქის ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა ნორმალურია, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმის ფარგლებშია და  კონტაქტურია. შალვა პეტრიაშვილის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს სურს,  რაც შეიძლება დროზე ჩამოვიდეს საქართველოში. ექიმის თქმით, პატრიარქის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ, კარგი იყო, ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა.