უკარინის პრეზიდენტის განცხადებით რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 21 და დაშავდა 48 ადამიანი 

03 მაი 2023

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 48, მათ შორის ორი ბავშვია, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„მსოფლიომ უნდა ნახოს და იცოდეს ეს. რკინიგზის სადგური, სახლი, ტექნიკის მაღაზია, სუპერმარკეტი, ბენზინგასამართი სადგური – იცით, რა აერთიანებს ამ ადგილებს? სისხლიანი კვალი, რომელსაც რუსეთი ტოვებს თავისი ჭურვებით, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას ხერსონში და ხერსონის სხვადასხვა რეგიონებში.“- წერს უკრაინის პრეზიდენტი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად დაამარცხებს ბოროტ სახელმწიფოს და პასუხს აგებინებს ყველა დამნაშავეს.