“იდეადრომი” - სტარტაპ იდეების კონკურსი 

05 მაი 2023

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში სტარტაპ იდეების კონკურსი “იდეადრომი”ტარდება. კონკურსის ფარგლებში მონაწილე გუნდები ორგანიზაციულ მართვასა და კონფლიქტების მოგვარებაში გადამზადდნენ.

შერჩეული 5 საუკეთესო სტარტაპ იდეის მქონე გუნდი მენტორებთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო თემებს სწავლობენ.

გადამზადების შემდეგ გამოვლინდებიან გამარჯვებულები,  რომელთა საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს.