„ზურაბობა“ სახახლო ზეიმი ზურაბ გორგილაძის ხსოვნას ეძღვნება

05 მაი 2023

პოეტი ზურაბ გორგილაძე დღეს 86 წლის გახდებოდა.ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში პოეტის საფლავზე ოჯახის წევრები და მეგობრები,აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და მწერალთა კავშირის წევრები იმყოფებოდნენ.ღონისძიება გაიმართა ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმშიც. დღეს ასევე აღინიშნება სახალხო დღესასწაული ზურაბობა.