უკრაინაში დაღუპული ქართველი ჩამოასვენეს

06 მაი 2023

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. ზურაბ ოდიშვილის ცხედარს აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ და გმირ მებრძოლს პატივი მიაგეს.

ზურაბ ოდიშვილი 43-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა. ის 92-ე ბრიგადის შემადგენლობაში ირიცხებოდა და ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძოდა.