ომბუდსმენისა და შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა

06 მაი 2023

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან გაცნობითი  შეხვედრა გამართა.

თეა ახვლედიანმა ლევან იოსელიანს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა, პოლიტიკის პრიორიტეტები როგორც ოკუპირებული რეგიონების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის, ასევე ეთნიკური უმცირესობების მიმართ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებებით.