გოგებაშვილზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

06 მაი 2023

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორს, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო ბრალი წარუდგინეს.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურამ მას ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე წარუდგინა.