წყალდიდობას კონგოში 176 ადამიანი ემსხვერპლა 

07 მაი 2023

აღმოსავლეთ კონგოში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად სულ მცირე 176 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

წვიმის გამო დაზიანდა გზები, რაც სამაშველო სამუშაოებს აფერხებს.

ქვეყნის პრეზიდენტმა ორშაბათი, 8 მაისი მსხვერპლთა პატივსაცემად გლოვის დღედ გამოაცხადა.