საქართველოს ჩემპიონატი ქართულ კრივში

07 მაი 2023

ხვალ, თბილისში ქართული საბრძოლო ხელოვნების ეროვნული აკადემია „ხრიდოლი“ ქართულ კრივში, 10-18 წლამდელ სპორტსმენთა შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ტურნირში აჭარის ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „დიჩინიც“ მონაწილეობს.

ეროვნულ ჩემპიონატში ზვიად ჯაფარიძის ექვსი მოსწავლე იასპარეზებს. გამარჯვებულებისგან საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება.