ზაპორიოჟიეს ატომური ელექტროსადგური საშიში ხდება – რაფაელ გროსი

07 მაი 2023

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ სიტუაცია პოტენციურად საშიში გახდა.

რაფაელ გროსიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მოსკოვის მიერ დანიშნულმა ჩინოვნიკებმა მიმდებარე ტერიტორიებიდან ადამიანების ევაკუირება დაიწყეს. მისი თქმით, ელექტროსადგურის პერსონალისა და მათი ოჯახებისთვის პირობები სულ უფრო იძაბება.