ე.წ. ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

08 მაი 2023

ოპოზიციის განზრახვაა საგამოძიებო მასალებზე ჰქონდეთ წვდომა, სწორედ ამის გამო ითხოვენ ისინი პარლამენტში, ე.წ-ლი ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამბობენ ''ქართულ ოცნებაში'', ამიტომ ოპონენტების ეს ინიციატივა ჯერ კიდევ ინიციატივად რჩება.   

ოპოზიციონერი ლიდერები  გიორგი ვაშაძის ძმის სავარაუდო კავშირებს ეგრედწოდებულ ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით  პროვოკაციად აღიქვამენ. ფიქრობენ, რომ სტრატეგია აღმაშენებელი სწორედ იმ საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში იქნება, რომელიც პარლამენტში უნდა შეიქმნას, თუმცა არა უმრავლესობაში.    

მმართველ გუნდში კი ბიბისის საგამოძიებო რეპორტაჟზე საუბრობენ  და ქოლ-ცენტრებთან სრულად მათივე ოპონენტების   კავშირს ხედავენ.  მას შემდეგ, რაც პარლამენტში  კომისიის შესაქმენლად ოპოზიციის ყველა მცდელობა ჩავარდა,  გადაწყვიტეს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანონ სარჩელი, თუმცა როდის აპირებენ ხელისუფლების ოპონენტები მიმართონ   სასამართლოს, ეს ჯერ -არ გადაუწყვეტიათ.

გარდა ქოლ-ცენტრებისა, ითხოვენ კიდევ ერთი საგამოძიებო კომისიის შექმნასაც, რომლითაც როგორც ამბობენ სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციას გამოააშკარავებენ.არც ამას  თანხმდება მმართველი გუნდი. მიაჩნიათ, რომ   მსგავსი კომისია საფრთხეს შეუქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას.