ბასილაშვილის მორიგი მარცხი

09 მაი 2023

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის ღია პირველობაში ჩაერთო. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე შეხვედრაში ის მსოფლიო რეიტინგის 183-ე ნომერს, იტალიელ ფლავიო კობოლის დაუპირისპირდა.

31 წლის ქართველი ჩოგბურთელი პირველ სეტში 2:5 მარცხდებოდა, თუმცა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რის გამოც ავტომატურად წაგება ჩაეთვალა.

თუ რა გახდა მატჩის შეწყვეტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგში 173-ე პოზიციას იკავებს.