ვაშინგტონის გაფრთხილება - ოპოზიციის მოთხოვნა

13 მაი 2023

ვაშინგტონის გაფრთხილება თბილისს - რუსეთის მხრიდან საქართველოში ფრენების აღდგენას აშშ აქტიურად დააკვირდება.  თუკი კომპანიები სანქცირებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან, შესაძლოა, ისინი სანქციების რისკის ქვეშ დადგნენ. საქართველო საერთაშორისო სანქციების ერთგული რჩება - ამბობენ მმართველ გუნდში.

ოპოზიციისთვის კი ინფორმაცია შესაძლო სანქციების ახალ რაუნდთან დაკავშირებით საგანგაშო გზავნილს შეიცავს.

ოპონენტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ თქვას უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დააწესოს სავიზო რეჟიმი.