მსოფლიო თასის გათამაშება ხმლით ფარიკაობაში

13 მაი 2023

ბათუმის სპორტის სასახლეში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასის გათამაშება გრძელდება. შეჯიბრებაში მსოფლიოს 36 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები.

შეჯიბრებაზე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება.