ტეხასში ტორნადოს ერთი ადამიანი ესმხვერპლა

14 მაი 2023

ტეხასში ტორნადოს შედეგად მიღებულ ზარალს ითვლიან. გასულ დღეს სანაპიროზე წარმოქმნილმა ტორნადომ 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა 11. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

მედიის ცნობით, გარდაცვლილი შემთხვევის დროს სახლთან მდებარე სატვირთო მანქანაში იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.