ოკუპანტმა ტერნოპოლი დაბომბა

14 მაი 2023

რუსეთმა უკრაინის ქალაქი ტერნოპოლი ევროვიზიაზე უკრაინის წარმომადგენლის  გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დაბომბა.

ქალაქი ტერნოპოლი დუეტ „ტვორჩის“ მშობლიური ქალაქია. აღნიშნული დუეტი წელს უკრაინას ევროვიზიაზე წარადგენდა.

ქალაქზე აგრესორმა იერიში ფრთოსანი რაკეტებით მიიტანა, დაზიანდა ინფრასტრუქტურაც.