სადავო ცვლილებები ცესკოს ფორმირების წესში

14 მაი 2023

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა კომიტეტებზე იწყება - პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების შერჩევის პროცესს ჩამოსცილდება და ეს უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცემა.

იცვლება კანდიდატების ასარჩევად საჭირო კვორუმიც - ახალი თავმჯდომარის ასარჩევად 76 ხმა საკმარისი იქნება.  ოპოზიცია საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებს.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ კანონპროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება. ცვლილებების პროექტს ხვალ ორი კომიტეტი განიხილავს.