თემურ სამხარაძე საქართველოს ექვსგზის ჩემპიონია 

15 მაი 2023

13 მაისს დედოფლისწყაროში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში აჭარის ნაკრები გუნდის წევრმა თემურ სამხარაძემ პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული მეექვსედ მოიპოვა.

მიმდინარე წლის 18 ივნისს ქართველი ათლეტი მონაწილეობას მიიღებს მალტაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ღია ასაკობრივ კატეგორიაში.