მოსკოვში ჯანმოს სპეციალიზებული ოფისი დაიხურა

16 მაი 2023

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მოსკოვში ჯანმოს სპეციალიზებული ოფისის   დახურვა და მისი დანიაში გადატანა გადაწყვიტა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. 

მედიასაშუალების ცნობით, საუბარია „არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ოფისის“ დახურვაზე და გადაწყვეტილება არ ეხება ჯანმო-ს რუსეთის ოფისს.  

ამასთან როგორც „ფრანს-პრესი“ აღნიშნავს, გადაწყვეტილება ორგანიზაციაში დღეს მიიღეს და ის ჯანმოს წევრი ქვეყნების შარშანდელ მოწოდებას მოჰყვა დაეხურათ მოსკოვში ოფისი უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.