„რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ“- აქცია პარლამენტთან 

16 მაი 2023

„რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ“ - ამ სახელწოდებით აქცია პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამართეს.

აქციის მონაწილეებმა დღეს საღამოს საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგი აქცია დააანონსეს, სადაც საქართველოში რუსული ავიაკომპანიების ფრენებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.