ნატო - საქართველო

14 თებ 2017

თავდაცვის მინისტერიალზე ქართულ მხარესთან მთავარი განსახილველი საკითხები ნატოს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებების, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესი, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იქნება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ლიტველ და რუმინელ კოლეგებთან.