ბანკში დაჭრის საქმე - აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

18 მაი 2023

თი-ბი-სი ბანკის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე დაკავებული პირის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოში  აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა  დღეს 14:30 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. 

ბრალდებულს ბრალი პროკურატურამ გუშინ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინა. შემთხვევა 16 მაისს მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბრალდებულმა ბანკის სათავო ოფისში  კრედიტ-ოფიცერს ცივი იარაღით მიაყენა  ჭრილობები. დაჭრილს იმ დღესვე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და  ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი, უცნობია.