ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 საერთაშორისო გამოფენა

18 მაი 2023

ბათუმში ხვალ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 საერთაშორისო  გამოფენა გაიხსნება.

სპორტის სასახლეში 85-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია თავის პროდუქციას და სერვისს წარადგენს. მათ შორის  სასტუმროები, კვების ობიექტები, ტურისტული და სადაზღვევო კომპანიები. დაგეგმილია მასტერკლასებიც. 

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და ის  21 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.