ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 საერთაშორისო გამოფენა

19 მაი 2023

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 საერთაშორისო  გამოფენა გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია 85-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის პროდუქცია. მათ შორისაა სასტუმროები, კვების ობიექტები, ტურისტული და სადაზღვევო კომპანიები. დაგეგმილია მასტერკლასებიც. 

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და ის  21 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.