პარლამენტი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავს

19 მაი 2023

პარლამენტი ე.წ. ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას განიხილავს - გიორგი გახარიას პარტიის წევრები მოუწოდებენ ოპოზიციონერ კოლეგებს მხარი დაუჭირონ იდეას.

კომისიის შექმნას არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობა, სადაც აცხადებენ, რომ ოპოზიცია ცდილობს დავით კეზერაშვილის ინტერესები დაიცვას და ხელი შეუშალოს მიმდინარე გამოძიებას.