პრემიერ-მინისტრმა პატრიარქი მოინახულა

15 თებ 2017

ილია მეორე საქართველოში 4 დღეში დაბრუნდება.  პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ყველაფერი მიდის კარგად , ექიმების გადაწყვეტილებაც არის და მისი უწმინდესობის სურვილიც, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს”, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კლინიკაში გიორგი კვირიკაშვილმა უკვე მოინახულა. მთავრობის მეთაური  პირადად გაეცნო ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას.