კადრებად შენახული ბათუმის ისტორია – გამოფენა 

20 მაი 2023

„კადრებად შენახული ბათუმის ისტორია“ - ქალაქის ღია სივრცეში ფოტო გამოფენა მოეწყო, სადაც ცნობილი ადამიანების და ქალაქის ხედების ისტორიული შავ-თეთრი კადრებია წარმოდგენილი.

დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ფოტო სურათების გარდა გასული საუკუნის ანტიკვარული ნივთებიც ენახა.

პროექტის ორგანიზატორი აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეა.