“რუსეთის თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება” – პროტესტი პარლამენტთან

20 მაი 2023

„არა რუსეთს“ - ამ ლოზუნგით გაერთიანებული მოქალაქეები ახლა პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან. ისინი გმობენ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლებას და ხელისუფლებას რეისების განახლებაზე თანხმობის გაუქმებისკენ მოუწოდებენ.