ევროკავშირი რუსეთს მორიგ სანქციებს უწესებს

21 მაი 2023

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი 90-ზე მეტ უცხოურ კომპანიას შეეხება.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს კომპანიები მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

მე-11 პაკეტში მოხვედრილ კომპანიებს რუსეთში სანქცირებული საქონელი მესამე ქვეყნებიდან ჩააქვთ. მათგან, 8 კომპანია ჩინეთშია რეგისტრირებული.