გაბონში გემიდან გატაცებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს

21 მაი 2023

აფრიკის კონტინენტზე, გაბონში მეკობრეების ტყვეობიდან ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს. ისინი 2 მაისს, გემიდან გაიტაცეს.

როგორც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მეზღვაურები უკვე ნიგერიაში არიან და სამედიცინო შემოწმებას გადიან.

გათავისუფლებული მეზღვაურები უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდებიან.