ქართველი ფრენბურთელი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში 

22 მაი 2023

24 წლის ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

საუკეთესოების გამოსავლენად ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი ქომაგთა გამოკითხვას ატარებდა და კალანდაძე რჩეულ შვიდ ფრენბურთელს შორის დაასახელეს.

ქართველი ლეგიონერი პოლონური „დოლინა ჟეშუვის“ ღირსებას იცავს.