კერამიკის რესტავრაცია-კონსერვაცია - პრეზენტაცია არქეოლოგიურ მუზეუმში 

23 მაი 2023

კერამიკის რესტავრაცია-კონსერვაცია და გარემო ფაქტორების ზემოქმედება - ამ თემაზე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კერამიკის კონსერვაცია-რესტავრაციის აუცილებლობაზე, არქეოლოგიური მასალის დაცვასა და ზოგად პრინციპებზე.

პრეზენტაციაში ნაჩვენები იყო მუზეუმში დაცული სხვადასხვა ეპოქის რესტავრირებული კერამიკული მასალა, მათ შორის, ამფორა, დოქი ქვევრი და დერგი.