საქართველოს პრემიერ-მინისტრი კატარის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

23 მაი 2023

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში  დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი კატარის რიგით მესამე ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც ასევე მონაწილეობენ  40-მდე სხვადახვა ქვეყნის ლიდერი. 

იგეგმება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების გამართვა როგორც კატარის, ასევე ფორუმში მონაწილე სხვა მაღალი დონის დელეგატებთან.