„შავი ზღვის ბიჭებმა“ საქართველოს თასი მეოთხედ მოიპოვა

23 მაი 2023

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 22 მაისს დამთავრდა სახელოვანი ქართველი ხელბურთელის  იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება ხელბურთში ვაჟთა შორის. წინა დღეს ნახევარფინალში ბათუმელებმა სამტრედიის გუნდს სძლიეს - 37:21, ხოლო თბილისის „პეგასმა“ წყალტუბოს „პრომეთეს“ აჯობა - 42:28. გადამწყვეტი შეხვედრა დაძაბული აღმოჩნდა.ორივე ტაიმის განმავლობაში უპირატესობას ზღვისპირელები ფლობდნენ და საბოლოოდ მათ სამბურთიანი სხვაობით 26:23 გაიმარჯვეს.