საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ევროპარლამენტს მიმართავს

30 მაი 2023

საქართველოს პრეზიდენტი 13 წლიანი პაუზის შემდეგ ევროპარლამენტს მიმართავს.  სალომე ზურაბიშვილი  სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან. ხვალ კი, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ საერთაშორისო მედიასთან.