გონიოში ზღვამ ცხედარი გამორიყა

16 თებ 2017

გონიოში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  პირველადი დათვალიერებით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.