16 თებ 2017
საზოგადოებრივ მაუწყებელში თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლებაზე ისაუბრეს პროფკავშირების გაერთიანებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა. შეხვედრის მთავარი თემა მაუწყებელში მიმდინარე პროცესები იყო. პროფკავშირების წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი ხედვა გააცნეს. ისინი ბორდთან შეხვედრას გეგმავენ.