სასწრაფო დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა

02 ივნ 2023

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა. ავტომობილები, თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად არის განკუთვნილი. 

სასწრაფო დახმარების 23 ახალი ავტომობილი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში გადანაწილდება.