ხანძარს რომში მსხვერპლი მოჰყვა

03 ივნ 2023

რომში 7 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 15 ადამიანი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ადგილობრივების თქმით, ცეცხლის გაჩენამდე რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგონეს.

ოფიციალური პირების განცხადებით კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. 100-მდე მცხოვრები უსახლკაროდ დარჩა და ამ დროისთვის ადგილზე კარვებია გაშლილი.