ოლიმპიური ბრინჯაო

16 თებ 2017

მორიგი წარმატება 20 წლის შემდეგ. თურქეთის ქალაქ ერზრუმში მიმდინარე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, ბათუმელმა ნიკა ეგაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ზამთრის კონტინენტალურ ფესტივალში ქართველმა სპორტსმენებმა 12-ჯერ მიიღეს მონაწილეობა. თუმცა, დღემდე მხოლოდ ერთი ვერცხლის მედალი იყო ჩვენს ყულაბაში, საუბარია ვახტანგ მურვანიძის მიერ 1997 წელს შვეციის ქალაქ სუნდსვალში მოპოვებულ მედალზე ფიგურულ სრიალში. ნიკა ეგაძე - ერზრუმში მოასპარეზეთა შორის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა.