ბათუმში დაკავებული სამი არასრულწლოვანი თავისუფალია

04 ივნ 2023

ხმაური და დაკავებები იყო ბათუმში. „დაიცავი გამოხატვის თავისუფლება“ - თბილისის პარალელურად სოლიდარობის აქციაზე შეკრებილები ამბობდნენ, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დასაცავია.

მათ თან ჰქონდათ სხვადასხვა ბანერი, რომელთა შინაარსსაც მოჰყვა დაკავებები. შს სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია 6 ადამიანი.