ავტოავარიას იტალიაში მსხვერპლი მოჰყვა

04 ივნ 2023

იტალიაში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. სამგზავრო ავტობუსი, ნეაპოლისა და კანოზას დამაკავშირებელ გზაზე გზიდან გადავიდა. ასევე დაზიანებულია 5 მსუბუქი ავტომობილიც. 

ოფიციალური პირების თქმით, ავტობუსი გერმანულ კომპანიას ეკუთვნის. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.