გიორგი მამარდაშვილი და „ვალენსია“ ლა ლიგაში რჩება 

05 ივნ 2023

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ბოლო ტურის შეხვედრა 1:1 დაასრულა „ბეტისთან“, რომელსაც ევროპის ლიგის საგზური გარანტირებული ჰქონდა და ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ქართველი მეკარე „მესტალიელთა“ ძირითად შემადგენლობაში იყო გასვლით შეხვედრაში. 38 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 42 ქულით მე-16 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონშიც ლა ლიგაში ითამაშებს.

თუმცა, ესპანური გამოცემები ვარაუდობენ, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე „ვალენსიაში“ აღარ დარჩება, რადგან მისი შეძენით ბევრი ევროპული გუნდია დაინტერესებული.