მსოფლიო ჩემპიონატთან ერთად ბათუმი ჭადრაკში ჩემპიონთა მატჩს მასპინძლობს

05 ივნ 2023

ხვალიდან 12 ივნისის ჩათვლით, ბათუმი კვლავ უმასპინძლებს მაღალი რანგის საჭადრაკო ღონისძიებას.  მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში 8, 10,12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება 5-8 ივნისს, ელვისებურ ჭადრაკში კი 9-12 ივნისს.

დღეს კი, მსოფლიო საერთაშორისო ფედერაციის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ბათუმში ჩემპიონთა მატჩი დაიწყება.

ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საქართველოს და უკრაინის ეროვნული გუნდების წევრები, მსოფლიოს ტოპ-მოჭადრაკეები: მერი არაბიძე - ნინო ბაციაშვილი და ანა მუზიჩუკი - მარია მუზიჩუკი.

ასპარეზობა შვიდ დღეს გაგრძელდება.