რა მოხდა „რეტროში“? - ვითარებას შრომის ინსპექცია სწავლობს, დაკავებულია რესტორნის მფლობელი

05 ივნ 2023

რესტორან "რეტროს“ დაპატიმრებული მფლობელი, პერსონალის გარეშე დარჩენილი  აჭარული ხაჭაპურით ცნობილი კვების ობიექტი, რომელშიც ახლა შრომის ინსპექციაა შესული - ასე გაგრძელდა და დასრულდა სავარაუდო ძალადობის შემდეგ პროცესები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მასალას მოჰყვა და რომელშიც ჩანს ახლა უკვე დაკავებული,  რესტორნისა და ერთ-ერთი თანამშრომლის დაპირისპირება. 

აქვე გეტყვით რომ ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს,რომ ეს არის გადაღებული ვიდეო მასალის მხოლოდ ნაწილი და აქვთ ფიზიკური ძალადობის ამსახველი სხვა ჩანაწერიც, რომელსაც თეიმურაზ ვარშანიძის ქმედებების დასამტკიცებლად შესაბამის უწყებაში წარადგენენ. საწინააღმდეგოს ჰყვება ბრალდებულის ადვოკატი.