გურამ თამაზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

06 ივნ 2023

მომღერალ გურამ თამაზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა ქობულეთში. კოლეგებმა და მეგობრებმა გურამ თამაზაშვილის შემოქმედება   გაიხსენეს და მისივე ცნობილი  სიმღერები შეასრულეს. 

ღონისძიებაში ადგილობრივი და დედაქალაქიდან მოწვეული მუსიკალური ანსამბლები: "რერო", "მხედრული"  "ალილო"  და   "ანსამბლი ბათუმი" მონაწილეობდნენ. ღონისძიება, ქობულეთის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

ასევე გურამ თამაზაშვილის 70-წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით,სოფელ ხუცუბანში მომღერლის საფლავი ყვავილებით შეამკეს. ხუცუბნის სახელოვნებო სკოლას კი გურამ თამაზაშვილის სახელი მიენიჭა.

გურამ თამაზაშვილი 2009 წელს 56-წლის ასაკში გარდაიცვალა.