06 ივნ 2023
გერმანიის კანცლერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირისპირ აუდიენცია უკვე ჩანიშნულია. კანცლერის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს 9 ივნისს შეხვდება.
გერმანიის კანცლერის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება მიმდინარე საერთაშორისო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებზე, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის თემებზე.
ორმხრივი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაა დაგეგმილი.