ბათუმში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ხანძარია

08 ივნ 2023

ბათუმში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ხანძარია. 

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, სადაც არავინ ცხოვრობდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

რა გაჩნდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიება დაადგენს.