ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

08 ივნ 2023

დღეს, ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად, გუნდები ხუთ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.

საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა, სადაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიას, სომხეთს და ფინეთს დაუპირისპირდება.

მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ. ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას. 

ელიტ რაუნდის მატჩები ორ წრედ, მიმდინარე წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და დეკემბერში ჩატარდება. საქართველოს ფუტსალის ნაკრების მატჩების კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.