10 ივნ 2023
''ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს თსუ-ში მის წინააღმდეგ პროტესტს ეხმაურება და ახალგაზრდებს, ვინც უნივერსიტეტის კიბეებზე რუსული რუბლი დაუყარა, „ყველანაირ ორიენტაცია არეულებს“ უწოდებს. კობახიძის თქმით, მმართველი პარტია ეცდება ამ „ახალგაზრდების გადარჩენას“.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო, ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები კი „ფორმულასთან“ აფილირებული.
ცნობისთვის, სტუდენტებმა კობახიძეს უნივერსიტეტში კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს. იგივე პათოსი აქვს მამუკა მდინარაძესაც.